,,მარკეტში შეიჭრა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარეს, თანხას უკანონოდ დაეუფლა და მიიმალა” – შსს
სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ,,მარკეტში შეიჭრა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარეს, თანხას უკანონოდ დაეუფლა და მიიმალა” – შსს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →