
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი ორგანიზაციის — „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვია.
ცენტრის დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, სტუმარს ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სასწავლო პროგრამები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში ავთანდილ ჭრიკიშვილი მოხალისეებსაც შეხვდა და მათთან მომზადების პროცესისა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოხალისეობის მნიშვნელობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

