სიახლე

რუსთავში გამართულ ისტორიულ მატჩს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი დაესწრნენ

რეგიონალური სიახლეები

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ახალი ზელანდიის თანატოლთა ნაკრები ანგარიშით 22:19 დაამარცხა. შეხვედრა ხარები არენაზე გაიმართა და ქართული რაგბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, რადგან ეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მიერ ახალი ზელანდიის დამარცხების პირველი შემთხვევაა. მატჩს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები...

პირველწყარო →

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ახალი ზელანდიის თანატოლთა ნაკრები ანგარიშით 22:19 დაამარცხა.

შეხვედრა ხარები არენაზე გაიმართა და ქართული რაგბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, რადგან ეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მიერ ახალი ზელანდიის დამარცხების პირველი შემთხვევაა.

მატჩს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის ბოლო მოსამზადებელი მატჩი იყო 2026 წლის World Rugby U20 Championship 2026ს წინ, რომელიც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისისა და ქუთაისიში გაიმართება.


მსგავსი